LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოსა და უკრაინის პირველმა დიპლომატებმა უკრაინაში განვითარებულ მოვლენებსა და ქვეყნის საზღვართან რუსეთის სამხედრო ძალების გააქტიურების შესახებ ისაუბრეს

62
Untitled design (7)

საქართველოსა და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრებს შორის სატელეფონო საუბარი შედგა.

მინისტრის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მან დმიტრო კულებასთან ერთად განიხილა ბოლო პერიოდში უკრაინაში განვითარებული მოვლენები. მხარეებმა ქვეყნის საზღვართან რუსეთის სამხედრო ძალების გააქტიურების შესახებ ისაუბრეს:

“2021 წლის 7 აპრილს, შედგა სატელეფონო საუბარი საქართველოს ვიცე პრემიერ-მინისტრ, საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანსა და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრ, დმიტრო კულებას შორის.

საუბრისას, მხარეებმა განიხილეს ბოლო პერიოდში უკრაინაში განვითარებული მოვლენები და ისაუბრეს ქვეყნის საზღვართან რუსეთის სამხედრო ძალების გააქტიურების შესახებ. დავით ზალკალიანმა შეშფოთება გამოხატა რუსეთის ფედერაციის მიერ უკრაინაში სიტუაციის დაძაბვისა და კონფლიქტის ესკალაციისკენ მიმართული მცდელობების გამო.” – აღნიშნულია მინისტრის ფეისბუქგვერდზე.

გავრცელებული ცნობითვე, ორი ქვეყნის პირველმა დიპლომატებმა გაცვალეს ინფორმაცია საქართველოსა და უკრაინაში ოკუპაციის ფონზე არსებული სიტუაციის შესახებ და კოლეგებმა ყურადღება ვითარების დეესკალაციის მიზნით საერთაშორისო თანამეგობრობის აქტიური ჩართულობის აუცილებლობაზე გაამახვილეს.

შეგახსენებთ, 5 აპრილს, უკრაინული მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, რუსეთის შეიარაღებულმა ფორმირებებმა, დონბასში ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი შვიდჯერ დაარღვიეს. გავრცელებული ცნობებით, დაიღუპა ორი უკრაინელი სამხედრო, ქმედების საპასუხოდ ცეცხლი გახსნეს უკრაინელმა სამხედროებმაც.

მომხდარის გამო შეშფოთება გამოთქვა აშშ-მა და დასავლეთმა.

ამერიკამ ოფიციალურ მოსკოვს განმარტებები სთხოვა და მოუწოდება, ესკალაციის გამომწვევი ქმედებებისგან თავი შეიკავოს, დიდმა ბრიტანეთმა კი უკრაინის სუვერენიტეტს მხარდაჭერას გამოუცხადა.

პოპულალურები