LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოში 10 700-მდე ორსული დაინფიცირდა – როგორია კოვიდპაციენტების სტატისტიკა

128
ორსული

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი კოვიდინფიცირებულების სტატისტიკას აქვეყნებს, საიდანაც ირკვევა, რომ პანდემიის დაწყებიდან 2022 წლის 1-ელ იანვრამდე საქართველოში 10 687 ორსული დაინფიცირდა. 

ამ მხრივ საცხოვრებელი რეგიონის მიხედვით დადასტურებული შემთხვევების წილი მაღალია თბილისში, იმერეთსა და აჭარაში.

ორსულებში კოვიდ-19 -ის დადასტურებული შემთხვევების პროცენტული მაჩვენებელი 8,2%-ია. მათ შორის, 2020 წელს – 3362 ორსული იყო ინფიცირებული, 2021 წელს კი – 7326.

ივლისამდე მოსახლეობის 70% უნდა აიცრას, თუ გვინდა, რომ პანდემია შევაჩეროთ - გამყრელიძე იმუნიზაციის საბჭოს ახალ გეგმაზე

დღეს საბჭომ იმუნიზაციის 2022 წლის გეგმა განიხილა. საუბარია საკომუნიკაციო კამპანიის გაძლიერებასა და იმუნიზაციის წახალისების პროგრამაზე.

ყველაზე მაღალი წილი 25-29 ასაკობრივ ჯგუფზე მოდის. “ასაკის მატებასთან ერთად ორსულებში იზრდება ვაქცინაციის პროცენტული მაჩვენებელი, როგორც მინიმუმ ერთი დოზით აცრილების, ისე სრულად ვაქცინირებულების“, – ნათქვამია ანგარიშში.

რაც შეეხება მოზარდებს და ბავშვებს,  2022 წლის პირველი იანვრის მდგომარეობით, კორონავირუსით ჯამში 159 977 ბავშვი და მოზარდი დაინფიცირდა, რაც დადასტურებული შემთხვევების 17.1%-ს შეადგენს.

მიმოხილვაში აღნიშნულია, რომ ბავშვებსა და მოზარდებში ტესტირებით დადასტურებული კორონავირუსის შემთხვევების 49% დაფიქსირდა გოგონებში, ხოლო 51% – ბიჭებში.

შეგახსენებთ, ეს მონაცემები დაავადებათა კონტროლის ეროვნულმა ცენტრმა გამოაქვეყნა.

magti 5g