საქართველოში ავტომობილის შეკეთება გამარტივდა goldservice.ge ახალი ონლაინ პლატფორმაა, რომელიც მომხმარებელს ავტომობილთან დაკავშირებულ ყველა ტიპის მომსახურებას სთავაზობს.

ვებგვერდი goldservice.ge შპს  „გოლდ სერვისმა” შექმნა და მისი მიზანი, მომხმარებლისთვის საჭირო ინფორმაციის სწრაფად და მარტივად მიწოდებაა.

რას ვაკეთებთ მაშინ, როდესაც მანქანა გვიფუჭდება. ალბათ უმეტესი თქვენგანი რეკავს ახლობელთან, იწყებს გამოსავლის ძიებას და ფიქრობს, თუ სად შეუძლია ამა თუ იმ ნაწილის შეძენა. ბუნებრივია, ეს ყველაფერი დიდ დროსა და ენერგიას საჭიროებს. სწორედ, ამიტომ გაგვიჩნდა იდეა შეგვექმნა ელექტრონული საძიებო სისტემა, სადაც მოცემულია მთელი რიგი ავტოსერვისის ჩამონათვალი. მომხმარებელი სრულიად უფასოდ შემოდის ჩვენს ვებგვერდზე და ეძებს სასურველ ავტონაწილებს, სერვის ცენტრებს, სამრეცხაოებს და ა.შ. ძიების პროცესი არის უმარტივესი: კომპიუტერიდან და ნებისმიერი სმარტფონიდან უნდა ეწვიოთ goldservice.ge-ს, დააფიქსიროთ მანქანის ბრენდი, მოდელი, რა ტიპის მომსახურება გსურთ და ნებისმიერ ინფორმაციას მარტივად მოიძიებთ. ინფორმაციის მიღების კიდევ უფრო გამარტივებისთვის გვაქვს ვებგვერდზევე ფეისბუქ მესენჯერის მსგავსი ფუნქციაც, სადაც პირდაპირ მოიწერებით და ჩვენი ოპერატორი მაქსიმალურად სწრაფად გიპასუხებთ – ჩვენ ვიქნებით შუამავლები თქვენსა და ავტომომსახურების ცენტრებს, ავტოსამრეცხაოებს, ასევე ავტონაწილების მაღაზიებს შორის”, – აცხადებენ „გოლდ სერვისში”.

მათივე ცნობით, გარდა საჭირო ნაწილების მოძიებისა და სერვის ცენტრებთან დაკავშირებისა, „გოლდ სერვისი” მომხმარებელს კიდევ უფრო უმარტივებს ცხოვრებას – კომპანია თქვენს ავტომობილს თავად წაიყვანს თქვენ მიერ შერჩეულ სერვის ცენტრში, შეაკეთებინებს პროფესიონალ ხელოსნებს და უკან გამართულს დაგიბრუნებთ…

„ჩვენ როგორც ღია, მდგრადი და განვითარებაზე ორიენტირებული კომპანია, ვინარჩუნებთ რა მომსახურების მაღალ სტანდარტს, საზოგადოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე ვქმნით მაქსიმალუად ხელსაყრელ მომსახურების სფეროს. შპს “გოლდ სერვისი” დაკისრებული ვალდებულებების შესასრულებლად და დასახული მიზნების მისაღწევად, ხელმძღვანელობს შემდეგი ღირებულებებით, რომელთა დაცვა ყველა თანამშრომლის ვალდებულებაა: პროფესიონალიზმით, კეთილსინდისიერებით, გულისხმიერებით, გუნდურობით, ინოვაციურობით”, – განმარტავენ კომპანიაში.

ცნობისთვის, ვებგვერდი goldservice.ge ერთი თვეა რაც ამუშავდა და ჯერჯერობით მისით სარგებლობა უფასოა. ამასთან, სრულიად უფასოა ის მომსახურებაც, რასაც უშუალოდ “გოლდ სერვისის” თანამშრომლები გაგიწევენ.

მსგავსი თემები