“კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯია” ნატახტართან, მუხრანის ველზე ახალი ქარხნის მშენებლობას, სავარაუდოდ, თებერვლის ბოლოდან დაიწყებს.

როგორც ”ფორტუნას” ბიზნესმენმა თემურ ჭყონიამ განუცხადა, გარკვეული სამუშაოები უკვე დაწყებულია. ამჟამად ტენდერია გამოცხადებული მშენებელი კომპანიის შესარჩევად და გამარჯვებულს მალე გამოავლენენ.

”თუ პროცესები არ გაჭიანურდა დროში, ახალი ქარხნის მშენებლობის დაწყებას თებერვალში ვგეგმავთ. მოგეხსენებათ, Coca-Cola-ს წარმოების ნატახტართან გადატანის პროექტზე ფრანგული კომპანია ზრუნავს”, – აღნიშნა ჭყონიამ.

შეგახსენებთ, გასული წლის დასაწყიში თემურ ჭყონიამ ”ფორტუნას” განუცხადა, რომ ”კოკა-კოლას” ახალი ქარხანა იქნება სრულიად ინოვაციური, სადაც უმაღლესი ხარისხის საწარმოო ხაზები დამონტაჟდება. ”ჩვენ მოვახდენთ ტექნოლოგიურ სასწაულს”, – ასე შეაფასა მაშინ ბიზნესმენმა უკვე არსებული საწარმოს, რომელიც 90-იანი წლებიდან დიდუბეში მდებარეობს,  მუხრანის ველზე გადატანა.

”გადასვლის პროცესი რამდენიმე მიზეზმა განაპირობა. პირველი არის ის, რომ ამ ქარხანაში წარმოებული პროდუქცია რაოდენობრივად უკვე ვეღარ აკმაყოფილებს მოთხოვნას და საჭიროა წარმადობის გაზრდა. ამასთან, იგეგმება ექსპორტის ზრდაც”, – აცხადებდა მაშინ თემურ ჭყონია.

მსგავსი თემები

რეკლამა: 0:05