LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოში ე.წ. „ოცნების ქალაქის” მშენებლობა თებერვალში დაიწყება

140
75169483-2610578312297476-7716431891460521984-n-2019-10-21-07-45-17-777279

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სხდომა გაიმართა. სხდომაზე მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ რეგიონში მიმდინარე მნიშვნელოვან პროექტებზე, მათ შორის ე.წ. ოცნების ქალაქის შესახებ ისაუბრა.

„დავასრულეთ ძალიან მნიშვნელოვან პროექტზე წინადადებების მიღება. საქმე ეხება ე.წ. მუყაოს ქალაქს. მიმდინარეობს შერჩევა-შეფასების პროცედურები. ჩვენ ძალიან მალე გვეყოლება გამარჯვებული და როგორც დავპირდით მოსახლეობას, წელს თებერვალში დავიწყებთ მშენებლობას“, – განაცხადა რიჟვაძემ.

შეგახსენებთ, რამდენიმე თვის წინ აჭარის მთავრობამ .. მუყაოს ქალაქის ტერიტორიაზე საცხოვრებელი სახლების მშენებლობასთან დაკავშირებით უპრეცედენტო გადაწყვეტილება მიიღო. აღნიშნული პროექტის განხორციელებისთვის 2020 წლის აჭარის ბიუჯეტში გათვალისწინებულია 16 მილიონი ლარი. პირველ ეტაპზე 580 ბინის მშენებლობა განხორციელდება.

ნახეთ როგორი იქნება „ოცნების ქალაქი", რომელიც ბათუმში აშენდება (ფოტოები)

პროექტის განხორციელებას სახელმწიფო დააფინანსებს

დასრულდა წინადადებების მიღება გამოცხადებულ მშენებლობის ტენდერზე. ამ ეტაპზე მიმდინარეობს შერჩევა-შეფასების პროცედურა. ე.წ „ოცნების ქალაქთან“ დაკავშირებული საკითხი რეგიონში ერთ-ერთი უდიდესი სოციალური გამოწვევაა, რომელსაც აჭარის მთავრობა ცენტრალურ ხელისუფლებასთან კოორდინაციაში თანმიმდევრულად ახორციელებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები