LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოში კორონავირუსის 1 236 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

69
BeFunky-collage

საქართველოში კორონავირუსის 1 236 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური ავრცელებს.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 15 152 ტესტი, მათ შორის, ანტიგენის სწრაფი ტესტით – 9 208, პისიარ-ტესტით – 5 944.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 13 674, საიდანაც 3 732 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში. მძიმე პაციენტია 777, მათ შორის, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 238 პირი. 648 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ სასტუმროებში, ხოლო 9 294 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინო სივრცეებში მოთავსებულია 499 ადამიანი, თვითიზოლაციაში იმყოფება 23 772 ადამიანი.

ამასთან, 15 იანვრის მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსის 1 177 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 837 პირი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები