LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოში კორონავირუსის 20 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გამოჯანმრთელდა 9

144
Capture

საქართველოში 24 საათში ,,კოვიდ 19″-ის დადასტურებულ შემთხვევათა რაოდენობა 20-ით გაიზარდა  და მთლიანობაში მათმა რიცხვმა 1568-ს მიაღწია.

ამის შესახებ ინფორმაციასა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

გამოჯანმრთელდა კიდევ 9 პაციენტი და ჯამში ვირუსი ქვეყანაში 1279-მა ადამიანმა დაამარცხა.

ინფიცირების 19 შემთხვევა ფატალურად დასრულდა.

ამ ეტაპზე კარანტინის რეჟიმში 6185 ადამიანი იმყოფება.

რაც შეეხება უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილ საქართველოს მოქალაქეებს, მათი რაოდენობა კვლავ 41-ია.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g