LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოში კორონავირუსის 259 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

154
Capture

საქართველოში კორონავირუსის 259 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა და მთლიანობაში მათმა რიცხვმა 4399-ს მიაღწია.

ინფორმაცია ცოტა ხნის წინ, მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე განახლდა.

გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 62-ით გაიზარდა და მთლიანობაში ქვეყანაში ვირუსი 1705-მა ადამიანმა დაამარცხა.

გარდაცვლილთა რაოდენობა კი კვლავ 25-ია.

ამ ეტაპზე კარანტინის რეჟიმში 5390, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 836, ხოლო კოვიდ სასტუმროში 640 ადამიანი იმყოფება.

რაც შეეხება უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილ საქართველოს მოქალაქეებს, მათი რაოდენობა კვლავ 41-ია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები