საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 5 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და მთლიანობაში მათმა რიცხვმა 963 მიაღწია. ამის შესახებ ინფორმაცია ცოტა ხნის წინ მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე განახლდა.
გამოჯანმრთელებულთა კიდევ 3 ადამიანი და საერთო ჯამში ქვეყანაში ვირუსი უკვე 841-მა ადამიანმა დაამარცხა. გარდაიცვალა 15 პაციენტი.
ამ ეტაპზე კარანტინის რეჟიმში 3903, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 202 ადამიანი იმყოფება.
რაც შეეხება, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილ საქართველოს მოქალაქეებს, მათი რაოდენობა კვლავ სამია.