LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოში კორონავირუსის 508 ახალი შემთხვევაა, 4 გარდაიცვალა

125
korona

საქართველოში კორონავირუსის 508 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 9 753 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელდა 348 ადამიანი, გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობა 5 235-ს შეადგენს.

კორონავირუსის შედეგად ქვეყანაში გარდაცვლილთა რაოდენობა ჯამში 62-ს შეადგენს.

კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5 392 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობას 836 ადამიანი გადის.

ამასთან, „კოვიდ“ სასტუმროში მყოფი პირების რაოდენობა 1 100-ს შეადგენს. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.

შეგახსენებთ, საქართველოში გუშინ კორონავირუსის 549 შემთხვევა დაფიქსირდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g