LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოში კორონავირუსის უკვე 15 შემთხვევაა დადასტურებული: ვინ არის 2 ახალი პაციენტი

492
55728465-1118x629

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების დღეს კიდევ ორი შემთხვევა დადასტურდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ ოფიციალურ ვებგვერდზე stopcov.ge-ზე გავრცელდა. ამავე საიტზე გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 15 შემთხვევაა დადასტურებული, კარანტინის რეჟიმშია 141 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 51.

აშშ-ში კორონავირუსით დაღუპულთა რაოდენობა 21-მდე, დაინფიცირებულთა კი – 550-მდე გაიზარდა

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების უფროსის, მარინა ენდელაძის განცხადებით, კორონავირუსით ბოლოს დაინფიცირებული 2 პაციენტიდან ერთი ე.წ. იტალიური კლასტერიდანაა. რაც შეეხება მეორეს, ენდელაძის განმარტებით, მას ესპანეთში ჰქონდა იტალიელებთან შეხება.

„იმ ორი ახალი პაციენტიდან, ვისაც კორონავირუსი დაუდასტურდა, ერთი იტალიიდან ჩამოსულების კლასტერიდანაა, მეორე კი ესპანეთიდან ჩამოვიდა, სადაც იტალიელებთან ინტენსიური კონტაქტი ჰქონდა. ორივეს სიცხე, დაბალი ტემპერატურა, ზომიერად გამოხატულა ხველა აქვს. აუცილებლად გაგრძელდება მათზე დაკვირვება, ყურადღებით უნდა ვიყოთ“, – განაცხადა მარინა ენდელაძემ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები