საქართველოში “კოვიდ 19”-ით ინფიცირებულთა რიცხვმა 296-ს მიაღწია. ამის შესახებ ინფორმაცია ცოტა ხნის წინ მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge განახლდა. გამოჯანმრთელებულთა რიცხვი 68 -მდე გაიზარდა. გარდაცვლილია 3 პაციენტი.
ამ ეტაპზე, კარანტინის რეჟიმში 4 834 ადამიანი იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 434.
რაც შეეხება უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილ საქართველოს მოქალაქეებს, მათი რიცხვი უცვლელი რჩება და კვლავ სამია.