საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 66-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე არის განთავსებული. მონაცემები დღეს დილით განახლდა.
ამ დროის მონაცემებით, მთელი ქვეყნის მასშტაბით, კარანტინის რეჟიმშია 3320 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 235 პირი.
66 დაუნფიცირებული ადამიანიდან, 8 გამოჯანმრთელებულია.