საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 77-მდე გაიზარდა,- განცხადება ცოტა ხნის წინ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა გააკეთა.
„გუშინ დილის მონაცემების შემდეგ დაგვემატა ხუთი ახალი შემთხვევა. დღეს დილის მონაცემებით არის 77 შემთხვევა“ ,- აღნიშნა მარინა ეზუგბაიამ.
მისი ინფორმაციით, კორონავირუსით ინფიცირების 2 ახალი შემთხვევა ამერიკის კლასტერს უკავშირდება.
“კოვიდ 19”-ის დაინფიცირებული ორი ახალი პაციენტი, რომლებსაც ამერიკის ისტორიის მქონე კლასტერთან ჰქონდათ შეხება, თბილისის ინფექციურ საავადმყოფოშია მოთავსებული.
მონაცემები განახლდა მთავრობის მიერ შექმნილ ვებგევრდზეც. ლაბორატორიულად დადასტურებული კორონავირუსით ინფიცირების 77 შემთხვევიდან 10 გამოჯანმრთელებულია. ამ ეტაპზე კარანტინის რეჟიმშია 4055 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 252 პირი.
კორონავირუსით ინფიცირებულთა უმაღლეს რიცხვს აპრილის პირველ კვირაში ვვარაუდობთ: ჯანდაცვის მინისტრი
ეკატერინე ტიკარაძის თქმით, კიდევ ერთი მიზეზი, რის გამოც, შესაძლოა, გვქონდეს პიკი, მარნეულის რეგიონია.