საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 73-მდე გაიზარდა.
მონაცემები საქართველოს მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე ცოტა ხნის წინ განახლდა.
ოფიციალური ინფორმაციით, სულ ცხრა პაციენტია გამოჯანმრთელებული.
კარანტინის რეჟიმშია 4055 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 252.