LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოში მშენებლობაზე გაცემული ნებართვები გაიზარდა – რა და სად შენდება

89
3f7e6d519102934f4b91c8118ee0fe22-XL

ოფიციალური დეკლარირებული მონაცემებით, საქართველოში 2020 წლის იანვარ-მარტში გაცემულია 2285 ნებართვა (წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 11,4 პროცენტით მეტი) 1537,8 ათასი კვ.მ ფართობის შენობა-ნაგებობების მშენებლობაზე (წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 11,6 პროცენტით მეტი).

ნებართვების 78,3 პროცენტი მოდის ქვეყნის 4 რეგიონზე. კერძოდ, ჩასატარებელი სამშენებლო სამუშაოების 54,9 პროცენტი ქ. თბილისზე, 10,0 პროცენტი – ქვემო ქართლის რეგიონზე, 6,7 პროცენტი – აჭარის ა.რ.-ის და იმერეთის რეგიონზე.

აღსანიშნავია, რომ 2020 წლის იანვარ-მარტში ნებართვები გაიცა მრავალფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსების, სასტუმროების, სავაჭრო ობიექტების, სამრეწველო საწარმოების, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ობიექტებისა და სხვა შენობა-ნაგებობების მშენებლობაზე. გაცემულ ნებართვებში შედარებით დიდი წილით წარმოდგენილია მრავალფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსები. დამთავრებული მშენებლობების ნახევარზე მეტი მოდის ქვეყნის 4 რეგიონზე. კერძოდ, 29,5 პროცენტი ქ. თბილისზე, 12,6 პროცენტი – კახეთის რეგიონზე, 12,2 პროცენტი – იმერეთის რეგიონზე, ხოლო 11,8 პროცენტი – ქვემო ქართლის რეგიონზე

სულ, 2020 წლის იანვარ-მარტში ექსპლუატაციაში მიღებულ იქნა 419,7 ათასი კვ.მ ფართობის (წინა წელთან შედარებით 32,8 პროცენტით ნაკლები) 484 ობიექტი (წინა წელთან შედარებით 21,8 პროცენტით ნაკლები).

ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები