LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოში საარსებო მინიმუმი 256 ლარამდე შემცირდა

126
სიღარიბე (1)

მარტში შრომისუნარიანი მამაკაცის საარსებო მინიმუმი წინა თვესთან შედარებით 40 თეთრით შემცირდა და 256 ლარი შეადგინა. ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური აქვეყნებს. გასული წლის მარტთან შედარებით მიმდინარე წელს საარსებო მინიმუმი 17.8 ლარით არის გაზრდილი.

საქსტატის მონაცემებით, მარტში საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმი წინა თვესთან შედარებით 0.40 ლარით შემცირდა და 226.7 ლარი შეადგინა.

შეგახსენებთ, რომ 2023 წლის მარტში წლიური ინფლაციის დონემ 5.3% შეადგინა.

ცნობისთვის, საარსებო მინიმუმი არის ერთ მოსახლეზე სამომხმარებლო საქონლის ღირებულებითი გამოხატულება, რომელიც ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების დონის შესაბამისად უზრუნველყოფს ადამიანის მინიმალური ფიზიოლოგიური და სოციალური მოთხოვნილებების დაკმაყოფილებას.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g