LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქმე “საქართველო რუსეთის წინაღმდეგ” – დავის ქრონოლოგია

148
სტასბურგი1

2008 წლის ომის საქმეზე სტრასბურგის სასამართლომ გადაწყვეტილება გამოაცხადა. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო დაეთანხმა საქართველოს  მოთხოვნას, რომ რუსეთმა 2008 წლის აგვისტოს ომის დროს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის არაერთი მუხლი დაარღვია.

სასამართლოს დიდმა პალატამ 17 მოსამართლის შემადგენლობით დაადგინა, რომ საქართველოს მოსახლეობის მიმართ ჩადენილ მასობრივ დარღვევებზე პასუხისმგებელია რუსეთი, რადგან იგი ახორციელებდა ეფექტურ კონტროლს ცხინვალის რეგიონზე. ევროპული სასამართლოს ამ ისტორიულ გადაწვეტილებას დღეს ყველა საჯარო პირი ეხმაურება. დიდი იყო გამოხმაურება საზოგადოებაშიც – სტრასბურგის სასამართლოს გადაწვეტილებას ყველა ქვეყნის გამარჯვებად მიიჩნევს.

რას ითხოვდა საქართველო – მხარეთა შორის დავის ქრონოლოგია

2008 წლის 12 აგვისტოს საქართველომ წამოიწყო პროცედურა რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ საქმის განხილვის შესახებ, რომელიც ეხებოდა „საქართველოს და მის მიმდებარე ტერიტორიაზე განხორციელებულ ქმედებებს“, რითაც შეილახა რასობრივი დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ (CERD) 1965 წლის 21 დეკემბერს მიღებული კონვენციის ნორმები.

საჩივარი პირველად სასამართლოს ოფიციალური ვებსაიტის თანახმად, 2008 წლის 11 აგვისტოს შევიდა, პირველი სხდომა კი 2011 წლის სექტემბერში გაიმართა; დიდ პალატას საქმე 2012 წლის აპრილში გადაეცა და  მოწმეებს სასამართლოში მოუსმინეს 2016 წლის ივნისში.  ხოლო ბოლო განხილვა 2018 წლის მაისში შედგა.

აღნიშნულ თხოვნაში საქართველო აღწერდა დავის წარმოშობის გარემოებებს: „რომ 1990–ანი წლების დასაწყისიდან რუსეთის ფედერაცია სისტემატიურად აწარმოებს საქართველოს რეგიონებში – სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში – ეთნიკური ქართველებისა და ამ რეგიონების მაცხოვრებელი სხვა ეთნიკური ჯგუფების ეთნიკური წმენდისკენ მიმართულ პოლიტიკას“.

საქართველო თავის განცხადებაში მიუთითებდა, რომ 2008 წლის 8 აგვსიტოს რუსეთის ფედერაციამ განახორციელა სრულმასშტაბიანი შეიარაღებული ანექსია საქართველოს წინააღმდეგ სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის სეპარატისტების მხარდაჭერის მიზნით და  ამ „სამხედრო აგრესიის შედეგად დაიღუპა ასობით მოქალაქე, ადგილი ჰქონდა მოქალაქეთა საკუთრების ხელყოფასა და სამხრეთ ოსეთის ტერიტორიიდან ეთნიკური ქართველების იძულებით გასახლებას.“

საქართველოს ევროპუს სასამართლოს შემდეგი ღონისძიებების გატარებით მიმართა:

ა) რუსეთის ფედერაციამ მიმართოს ყველა ძალისხმევა (CERD)–ით გათვალისწინებული ვალდებულებების შესასრულებლად;

ბ) რუსეთის ფედერაციამ დაუყოვნებლივ შეწყვიტოს ცეცხლი და ყველა ქმედება, რამაც შესაძლოა გამოიწვიოს პირდაპირ ან ირიბად მისი შეიარაღებული ძალების, სხვა ორგანოების, აგენტებისა და სხვა პირების მხრიდან რაიმე ტიპის ეთნიკური დისკრიმინაცია საქართველოს იმ ტერიტორიაზე, რომელიც კონტროლდება სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის სეპარატისტული ძალების მიერ ან ოკუპირებულია რუსეთის ფედერაციის მიერ.

გ) რუსეთის ფედერაციამ დაუყოვნებლივ შეწყვიტოს ყველა ქმედება მიმართული ეთნიკური ქართველების ადამიანის უფლებების დისკრიმინაციული შელახვისკენ, მათ შორის, თავდასხმები მოქალაქეებისა და მათი საკუთრების წინააღმდეგ, მკვლელობა, იძულებითი გასახლება, ჰუმანიტარულ დახმარებაზე უარის თქმა, ქალაქებისა და სოფლების მასობრივი ნგრევა და ყველა ტიპის ქმედება, რომელიც ხელს შეუშლის იძულებით გადაადგილებულ პირთა დაბრუნებას სამხრეთ ოსეთში, აფხაზეთსა და რუსეთის ფედერაციის მიერ ოკუპირებულ საქართველოს სხვა ტერიტორიაზე.

იუსტიციის სამინისტროს  ოფიციალური ინფორმაცის თანახმად, „სხვადასხვა დროს სტრასბურგის სასამართლოს საქართველოს მხრიდან წარედგინა 700-მდე მტკიცებულება (მათ შორის, ვიდეო – და ფოტომასალები, რადარის მონაცემები, ექსპერტის დასკვნები, სამეთვალყურეო კამერის ჩანაწერები, სეისმური სადგურის მიერ აფეთქებების დამადასტურებელი ჩანაწერები, მოწმეთა ჩვენებები, სატელიტური სურათები, მედიის მასალები, საერთაშორისო ორგანიზაციების ანგარიშები, სატელეფონო მიყურადების ჩანაწერები, განაღმვის ანგარიშები, გორში აფეთქებული „ისკანდერის“ ნაწილები და მათზე ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნები და სხვ.) და არაერთი დოკუმენტი შესაბამისი ანალიზითა და არგუმენტებით“.

 

 

 

 

 

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები