LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსეთ-საქართველოს ომიდან 15 წელი გავიდა

195
Untitled design (1)

2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომიდან 15  წელი გავიდა.

“დაუჩოქებელი საქართველოს სიმბოლო! გიორგი ანწუხელიძე! ის ამას შეძლებს წყნარად, ჩუმად, გაუსაძლის ტანჯვასა და წამებაში დამტვრეული სხეულის ფასად” – როგორ იხსენებენ აგვისტოს გმირებს

რუსეთის მიერ, 15 წლის წინ დაწყებულ აგრესიას საქართველოში 170 სამხედრო მოსამსახურე, მათ შორის 23 ოფიცერი, 136 კაპრალ/სერჟანტი, 1 რიგითი, 9 რეზერვისტი და სამოქალაქო პირი ემსხვერპლა.

დაიღუპა 228 მშვიდობიანი მოქალაქე. გარდაიცვალა 14 პოლიციელი. დაიჭრა 1 747 ადამიანი. საკუთარი საცხოვრებელი სახლი დატოვა თითქმის 150 000-მა ადამიანმა. დღემდე დევნილის სტატუსის მატარებელია 30 000-მდე პირი. განადგურდა 35 ათასი სახლი. მიწასთან გასწორდა 53 ქართული სოფელი. ოკუპირებული აღმოჩნდა 5 ხეობა და 125 სოფელი – უამრავი განადგურდა – თამარაშენი, სვერი, ქემერტი, ქურთა, ხეითი, კეხვი, ძარწემი, ზემო და ქვემო აჩაბეთი, ერედვი, ბერულა, არგვიცი, დისევი, ფრისი…

2008 წლის 26 აგვისტოს, რუსეთმა სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობა ცნო და მიუხედავად იმისა, რომ 8 ოქტომბერს, საქართველოს დანარჩენი ტერიტორიებიდან გასვლა დაასრულა, რუსული ჯარების გაძლიერებული გარნიზონები დარჩა მათ შორის იმ ტერიტორიებზეც, რომლებსაც ომამდე საქართველო აკონტროლებდა. დღეს ოკუპირებულია საქართველოს ტერიტორიის 20 %.

ღარიბაშვილი: „ამ ომის თავიდან აცილება შესაძლებელი იყო.. მაშინ ვნახეთ ყველაზე სამარცხვინოდ მოქცეული ყოფილი მთავარსარდალი – გახსოვთ, ჰალსტუხის ღეჭვა, თვითმფრინავის ხმის გამო წაქცეული, მიწაზე გართხმული, ძალიან დიდი სირცხვილი ჭამა“

ღარიბაშვილი: „ჩვენი ხელისუფლება ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და ქვეყნის გაერთიანების მშვიდობიანი გზის ერთგული რჩება.. ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ეს მიზანი მალე იქცეს რეალობად“

პრემიერი: „მშვიდობით, სწორი, ჭკვიანური და პრაგმატული პოლიტიკით უნდა დავიბრუნოთ ჩვენი ტერიტორიები, მე ამის ღრმად მჯერა, ამის მწამს“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები