LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქველმოქმედო აუქციონი – ტოჩინოშინის კიმონო 3000 ლარად, კაშიას სამკლაური კი 700 ლარად გაიყიდა

collage

კომპანია PRMC-ის მიერ  სამხრეთ ოსეთთან დე-ფაქტო საზღვართან, სოფელ ბერშუეთის საჯარო სკოლის დასახმარებლად ჩატარებულ საქველმოქმედო აუქციონზე ქართველი სპორტსმენების კუთვნილი ნივთები გაიყიდა.

სუმოისტი ლევან გორგოძის, იგივე ტოჩინოშინის კიმონო და ქამარი 3 000 ლარად, მისივე ფეხსაცმელი – 1 100 ლარად, ნახატი პორტრეტითა და ავტოგრაფით კი -800 ლარად.

3 000 ლარად გაიყიდა ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილის ჩოგანი. ხოლო 700 ლარად გაიყიდა  გურამ კაშიას სამკლაური, რომელიც ჰოლანდიურ კლუბ ვიტესში ერთ-ერთი თამაშისას ეკეთა.

https://www.facebook.com/shalva.ogbaidze/posts/1999750363478237

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები