LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სარჯველაძე: კაცთმოძულეობის იყო ხელისუფლება, რომელიც “ნაცმოძრაობა” იყო, კაცთმოყვარეობის ხელისუფლებაა 2012 წლიდან

67
მიხეილ-სარჯველაძე

კაცთმოძულეობის ხელისუფლება იყო ხელისუფლება, რომელიც ნაცმოძრაობა იყო, კაცთმოყვარეობის ხელისუფლებაა 2012 წლიდან – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა მიხეილ სარჯველაძემ “პალიტრანიუსის” ეთერში განაცხადა.

“იოტისოდენა წარმატებას არ დავუკარგავ “ნაციონალურ მოძრაობას”, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ არაადამიანური მიდგომები გაამართლო. კაცთმოძულეობის ხელისუფლება იყო ხელისუფლება, რომელიც ნაცმოძრაობა იყო, კაცთმოყვარეობის ხელისუფლებაა 2012 წლიდან. ეს არის თვისობრივი განსხვავება.

პრიორიტეტები განსაზღვრავს ყველაფერს, თორემ, რასაკვირველია, წარმატება და წარუმატებლობა ყველას აქვს. მთავარია, საით მიდის სახელმწიფო, საით ვითარდება საზოგადოება. ამ თვალსაზრისით, ღირებულებების სისტემაში ადამიანს რა ადგილიც ეკავა მაშინ და ახლა, ეს თვისობრივად განსხვავებულია”, – განაცხადა სარჯველაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები