LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მედიის თანამშრომლებზე თავდასხმისთვის ბრალდებულ ხუთივე პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა

123
Court

მედიის თანამშრომლებზე თავდასხმისთვის ბრალდებულ ხუთივე პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. აღნიშნული გადაწყვეტილება მოსამართლე გიზო უბილავამ მიიღო.

მოსამართლემ დააკმაყოფილა პროკურატურის მოთხოვნა, რომელიც დაკავებულებისთვის აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობას ითხოვდა.

ცნობისთვის, ჟურნალისტის პროფესიულ საქმიანობაში ძალადობის მუქარით უკანონოდ ხელის შეშლის, ძალადობითა და ძალადობის მუქარით დევნის, ჯგუფური ძალადობის ფაქტებზე სამართალდამცავებმა გუშინ კიდევ 5 პირი დააკავეს.

გამოძიების ინფორმაციით, ორგანიზებულ ძალადობაში მონაწილე პირები – ცოტნე ჩიხლაძე, ბაქარ მაისურაძე, მუხრან დადვანი, თორნიკე გაბლიანი და ოთარ გელაშვილი ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლის მიზნით და შეუწყნარებლობის მოტივით, თავს დაესხნენ სხვადასხვა ტელეკომპანიის, ინტერნეტ-გამოცემის, ბეჭდური მედიის ჟურნალისტებს და ოპერატორებს და არ მისცეს მათ პროფესიული საქმიანობის განხორციელების შესაძლებლობა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები