LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სასამართლოს გადაწყვეტილებით, “რუსთავი 2” ქიბარ ხალვაშის საკუთრებაში დარჩა

137
1

თბილისის საქალაქო სასამართლომ ტელეკომპანია “რუსთავი 2-ის” საქმეზე ჯარჯი აქიმიძისა და დავით დვალის სარჩელი არ დააკმაყოფილა.

აღნიშნული გადაწყვეტილება ცოტა ხნის წინ გამოცხადდა.

სასამართლოს გადაწყვეტილებით, “რუსთავი 2” კვლავ ამჟამინდელ მესაკუთრეს ქიბარ ხალვაშს დარჩა.

შეგახსენებთ, საქმეზე დავა თითქმის 2 წელია მიმდინარეობს. მოსარჩელე მხარე ჯარჯი აქიმიძე და დავით დვალი არიან, მოპასუხე კი “რუსთავი 2-ის” ამჟამინდელი მფლობელი ქიბარ ხალვაში.

ჯარჯი აქიმიძე და დავით დვალი “რუსთავი 2-ის” 60%-იანი წილს ითხოვენ.

ცოტა ხნის წინ მიღებული გადაწყვეტილება შეაფასა აქიმიძისა და დვალის ადვოკატმა კახა კოჟორიძემ და აღნიშნა, რომ “ეს მართლმსაჯულების ღერძის დანგრევაა”.

ადვოკატის განცხადებით, ისინი სასამართლოს გადაწყვეტილებას გაასაჩივრებენ:

“ჩვენ ამ გადაწყვეტლებას გავასაჩივრებთ და მანამ, სანამ ეს დავა გარძელდება, ყადაღა მოხსნილად ვერ ჩაითვლება. ჩვენთვის ქართული მართმსაჯულების სისტემა არის ის აუცილებელი სახადი, რომელიც უნდა მოვიხადოთ იმისთვის, რომ მერე წავიდეთ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში და დადგეს ის შედეგი, რასაც ეს ადამიანები იმსახურებენ…

სასამართლოს ეს განმარტება ჩვენთვის აბსოლუტურად წარმოუდგენელი იყო. ნებისმიერ შედეგს ველოდები ამ სასამართლო განხილვიდან გამომდინარე, მაგრამ იმ განმარტებას, რაც დღეს სასამართლომ გააკეთა, გულწრფელად ვამბობ, რომ არ ველოდი. სასამართლოს განმარტებით, ქიბარ ხალვაში არის თურმე კეთილსინდისიერი შემძენი. ნებისმიერ იურისტს, თუნდაც პირველ კურსზე ვინც ხართ, გთხოვთ წაიკითხოთ ჩემ მიერ საჯაროდ გამოქვეყნებული ქიბარ ხალვაშის ჩვენება და რასაც ამბობს, მხოლოდ იქიდან გამოიტანეთ დასკვნა.

რანაირად შეიძლება ადამიანი კეთილსინდისიერ შემძენად ჩაითვალოს. საერთოდ არ არის საჭირო იურისტობა იმის მისახვედრად, რომ ქიბარ ხალვაში არც ერთ შემთხვევაში კეთილსინდისიერ შემძენად არ შეიძლება ჩათვლილიყო. რატომ? მარტივად ავხსნი, ხალვაში ამ ჩვენებიდან გამომდინარე ამბობს, რომ არასდროს შეხვედრია აქიმიძე-დვალს, მასთან არ უწარმოებია ტელეკომპანიის ნასყიდობაზე მოლაპარაკებები, არ ყოფილა “რუსთავი 2”-ში, არ შეუფასებია ტელეკომპანია და, რაც მთავარია, ნასყიდობის საფასური მისცა ირაკლი ოქრუაშვილს, 4 მლნ დოლარი ივანე მერაბიშვილს. “რუსთავი 2″-ის ნასყიდობის საფასური მისცა მაღალი პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირებს. როგორ შეიძლება ადამიანი, მყიდველი ჩაითვალოს კეთილსინდისიერად, თუკი თანხას ტელეკომპანიის დამფუძნებელს კი არ უხდის, რომელმაც ვითომ გაყიდეს ეს ტელეკომპანია, არამედ უხდის შს მნინისტრს. სასამართლომ თქვა, რომ ეს ჩვეულებრივია და არაფერია გასაკვირი იმაში, რომ შს მინისტრს 4 მლნ დოლარი გადაუხადა.” – თქვა კოჟორიძემ.

პოპულალურები