LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„სასამართლოს შესახებ საპარლამენტო კომისიის შექმნის მოთხოვნა ნაღმია და ამ ნაღმს არ ჩავადებინებთ” – მამუკა მდინარაძე

136
მამუკა მდინარაძე

სასამართლოს შესახებ საპარლამენტო კომისიის შექმნის მოთხოვნა ნაღმია და ამ ნაღმს არ ჩავადებინებთ, – აღნიშნულის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ამ ხალხმა (ოპოზიციამ) სამართლებრივად კონსტიტუციის და რეგლამენტის კითხვა ვერ ისწავლა.

„რა დროს საპარლამენტო კომისიის შექმნაზეა საუბარი, რომელიც სასამართლოს და ქართველი სახელმწიფოს დაზიანებისკენ არის მიმართული? რომც შეიქმნას, რეალობა თუ იქნება ამოსავალი წერტილი, ვერაფერი ვერ იქნება ისეთი, რაც დამაზიანებელი შეიძლება იყოს, მაგრამ ამ დროს დღის წესრიგის შექმნა, შოუების დადგმა სასამართლოს წინააღმდეგ, ეწინააღმდეგება საქართველოს ინტერესს, რომ შეასრულოს ყველა ევრორეკომენდაცია, რადგან ვიღაცას არ მიეცეს საბაბი, რომ საქართველოს დააბრალოს რეკომენდაციების არ შესრულება.

ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ საქართველოს არ დაჰბრალდეს და საბაბი არ მივცეთ იმ გეგმის შესრულებისთვის, რომელიც მდგომარეობს იმაში, რომ საქართველოს არ მიეცეს სტატუსი, ამან გამოიწვიოს არეულობა და ა.შ. ამ დროს, ისინი ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ პატარ-პატარა ნაღმები ჩადონ. ერთ-ერთი ნაღმია, არც ისე პატარა, სასამართლოს შესახებ კომისიის შექმნის მოთხოვნა და ამ ნაღმს არ ჩავადებინებთ. პოლიტიკური გადაწყვეტილება ხომ ასეთია და სამართლებრივად კონსტიტუციის და რეგლამენტის კითხვა ვერ ისწავლა ამ ხალხმა და მე რეპეტიტორად ვერ გამოვადგები“, – განაცხადა მდინარაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g