„ომიკრონის“ გავრცელების შესაჩერებლად სასაზღვრო კონტროლი მხოლოდ დროის მოგების საშუალებაა, შემთხვევების ზრდისთვის ყველა ქვეყანა მზად უნდა იყოს, – ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენელმა ტაკეში კასაიმ განაცხადა.
მისივე თქმით, ჯერჯერობით არ არსებობს იმის მტკიცებულება, რომ საჭიროა ვირუსის მიმართ მიდგომის შეცვლა. როგორც ჯანმოს წარმომადგენელი განმარტავს, მთავარია მზად ვიყოთ პოტენციურად უფრო გადამდები ვარიანტებისთვის.
“ომიკრონის” პირველი შემთხვევა ევროპაში 26 ნიემბერს, ბელგიაში გამოვლინდა.
მას შემდეგ კი ქვეყნების რიცხვი თანდათან გაიზარდა. კერძოდ, ახალი შტამით დაავადების 10 ახალი შემთხვევა გამოვლინდა დიდ ბრიტანეთში.
“ომიკრონი” აღმოჩნდა ესპანეთში, ფინეთსა და საბერძნეთში.
ახალი შტამი “ომიკრონი” 25-ზე მეტ ქვეყანაში დაფიქსირდა