„საშობაო მეჯლისის“ გამო დადიანების სასახლე რამდენიმე დღით დაიხურება. ინფორმაციას დადიანების სასახლე Facebook-ზე ავრცელებს.
მათივე განმარტებით, დამთვალიერებლებისთვის მუზეუმი 5-დან 9 ოქტომბრის ჩათვლით დაიხურება. რაც შეეხებათ, მეცნიერებსა და მკვლევარებს აღნიშნული შეზღუდვა მათზე არ გავრელდება.
„დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურულ მუზეუმსა და მის წინ მდებარე ისტორიულ პარკში, 29 სექტემბრიდან მიმდინარეობს სამუშაოები პროექტისთვის „საშობაო მეჯლისი დადიანების სასახლეში“.
მოგახსენებთ, რომ დაგეგმილი გადაღებების გამო, 5-დან 9 ოქტომბრის ჩათვლით მუზეუმი დაიხურება დამთვალიერებლებისთვის და გადაიკეტება მუზეუმის წინ მდებარე ტერიტორია.
აღნიშნული შეზღუდვა არ ეხებათ მეცნიერებსა და მკვლევარებს. მათ მიერ მოთხოვნილი და შეთახნმებული შეხვედრები დაგეგმილ რეჟიმში განხორციელდება.
ასევე, ყველა საგანმანათლებლო პროექტი, რომელიც დაგეგმილია 5-9 ოქტომბრის განმავლობაში, ჩატარდება შეთანხმებული გრაფიკის გათვალისწინებით.
აქვე, გაცნობებთ, რომ დაიწყო ევროპული მემკვიდრეობის დღეები, რომელიც გაგრძელდება 7 ნოემბრამდე.
11 ოქტომბერს კი მუზეუმი ახალი გამოფენით გიმასპინძლებთ! გამოფენასთან დაკავშირებულ დეტალებს კი უმოკლეს ვადაში გაცნობებთ.
მუზეუმის ადმინისტრაცია ბოდიშს გიხდით შექმნილი უხერხულობისთვის!“,- წერია მათ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.