LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სასიცოცხლოდ აუცილებელია, შევწყვიტოთ ერთმანეთის დამცირება და მივუტევოთ ერთმანეთს – სააკაშვილის წერილი

63
245203529-5014340695257386-7914029285872358584-n

მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, ქვეყნისთვის სასიცოცხლოდ აუცილებელია, რომ მხარეებმა შეწყვიტონ ერთმანეთის დამცირება, ზიზღის ფრქვევა და მიუტევონ ერთმანეთს. ექსპრეზიდენტის მიმართვა სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით გამართულ აქციაზე ნიკა გვარამიამ წაიკითხა.

“ახლა არანაირი ნიშნით დაყოფის დრო არ არის, არც პარტიული, არც რაიმე სხვა ნიშნით. საქართველოს გამოხსნისა და გადარჩენის დროა. ამისთვის ყველაზე საჭირო დღეს ერთიანობაა. ძალიან მნიშვნელოვანია გავაცნობიეროთ, რომ ჩვენს საზოგადოებას, ჩვენს ქვეყანას სჭირდება დიდი შერიგება და ამისთვის უნდა ვიყოთ მზად. ქვეყნისთვის სასიცოცხლოდ აუცილებელია, შევწყვიტოთ ერთმანეთის დამცირება და ზიზღის ფრქვევა ერთმანეთის მიმართ და მივუტევოთ ერთმანეთს. ამას ვწერ ციხის საკნიდან უკანონო პატიმარი, მაგრამ გარეთ, პირველ რიგში, ამ სულისკვეთებით ვიმოქმედებ”, — აღნიშნავს ის.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები