სასტუმროები და სამთო კურორტები, ხვალიდან, შესაბამისი პროტოკოლის დაცვით გაიხსნება, – ამის შესახებ საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა. მისივე თქმით, რვა მარტიდან გაიხსნება საბაგიროებიც.
ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით დღეს პირველად მთავრობის უწყებათაშორისი საკოორდინაციო სხდომა გაიმართა.
საკოორდინაციო საბჭოს სხდომა მთავრობის ადმინისტრაციაში 11:00 საათზე დაიწყო.