LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საუბრები იმაზე, რომ საქართველოს შეიძლება ვიზალიბერალიზაცია შეუჩერდეს, არის სრულიად საფუძველს მოკლებული – მამუკა ბახტაძე

86
მამუკა ბახტაძე2

საუბრები იმაზე, რომ საქართველოს შეიძლება ვიზალიბერალიზაცია შეუჩერდეს, არის სრულიად საფუძველს მოკლებული, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ჟურნალისტებს განუცხადა. უვიზო მიმოსვლის შეჩერების საფრთხესთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე, პრემიერმა უპასუხა, რომ ეს სიმართლეს არ შეესაბამება.

„რა თქმა უნდა, ეს სიმართლეს არ შეესაბამება, ისევე როგორც ბევრი სხვა რაღაც, რის აჟიტირებასაც ცდილობენ. როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ვიზალიბერალიზაციაზე, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ასოცირების ხელშეკრულებაზე ევროპასთან, ეს არ გახლავთ ვინმეს მონაპოვარი. ეს არის ქართული სახელმწიფოს მონაპოვარი, ჩვენ განსაკუთრებით უნდა გავუფრთხილდეთ ამას და საქართველოს თითოეული მოქალაქე უნდა იყოს განსაკუთრებული პასუხისმგებლობით განმსჭვალული, როდესაც ჩვენ ვდგამთ ნაბიჯებს და ვსარგებლობთ ამ ძალიან დიდი სარგებლით. რა თქმა უნდა, ეს პროცესი მიმდინარეობს, მაგრამ კიდევ ერთხელ მსურს ყველა დავარწმუნო, რომ საუბრები იმაზე, რომ საქართველოს შეიძლება ვიზალიბერალიზაცია შეუჩერდეს, არის სრულიად საფუძველს მოკლებული”, – განაცხადა პრემიერმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები