LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სავაჭო ცენტრებს ქონების გადასახადისგან არ გაათავისუფლებენ

123
4A23DE7F-2A86-4F25-91FC-DFFD57558017-w1200-r1

თბილისი ცენტრალისდირექტორის, ლევან ყარალაშვილის განცხადებით, დაკეტილი სავაჭრო ცენტრისთვის საგადასახადო ტვირთის სრულად დაკისრება არასამართლიანი მიდგომაა.

როგორც მთავრობის ეკონომიკურ გუნდსა და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებს შორის გამართული შეხვედრის შემდეგ ყარალაშვილმა განაცხადა, მათთვის ქონების გადასახადის შემცირების საკითხი ამ ეტაპზე არ განიხილება.

„ჩვენ, როგორც დარგი, მივიჩნევთ, რომ არასამართლიანი მიდგომა რჩება. სავაჭრო ცენტრი დაკეტილი იყო 5 თვის განმავლობაში და იგივე საგადასახადო ტვირთის სრულად დაკისრება უბრალოდ არამიზანშეწონილია. ამ მიმართულებით გავაგრძლებთ მუშაობას და იმედს ვიტოვებთ, გამოინახება რესურსი, რომ ეს შეღავათი მივიღოთ”,- აღნიშნა ყარალაშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები