LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სავალუტო ფონდი საქართველოს 41.4 მილიონ დოლარს აძლევს

82
thumb

საქართველო საერთაშორისო სავალუტო ფონდისგან 41.4 მლნ დოლარს (30 მლნ SDR) მიიღებს. ფონდის აღმასრულებელმა საბჭომ მხარი უკვე დაუჭირა საქართველოს პროგრამის მეხუთე მიმოხილვის დასრულებას და ქვეყნისთვის ამ თანხის გამოყოფას.

ამასთან, ფონდის ბორდმა საქართველოს პროგრამის ერთი წლით, 2021 წლის 11 აპრილამდე გაგრძელებასაც დაუჭირა მხარი.

როგორც საერთაშორისო სავალუტო ფონდის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე ტაო ჟანგი აღნიშნავს, საქართველოს ეკონომიკა ნეგატიური შოკების წინაშე მდგრადი აღმოჩნდა, ქვეყანაში მაღალი ეკონომიკური ზრდაა, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი კი მცირდება. თუმცა, ჟანგი იმაზეც მიუთითებს, რომ ქვეყნის ეკონომიკაში არსებობს რისკები, რომელიც საშინაო და საერთაშორისო ფაქტორებს უკავშირდება და შესაძლოა, გავლენა ჰქონდეს ინვესტიციებზე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები