Met Gala 2018-ზე მომღერალი სელენა გომესი ქართველი დიზაინერის თეა ოთარაშვილის კაბით წარსდგა.

როგორც დიზაინერი ამბობს, კაბას სელენა გომესისთვის და ამ დაჯილდოებისთვის ერთი თვის განმავლობაში ამზადებდა და ის მთლიანად ხელითაა ნამუშევარი.

“მას უძვირფასესი ქსოვილი ,მაქმანები და თვლები ამშვენებს. გამოგიტყდებით და ურთულესი იყო ამ საოცრად ნაზ და ფაფუკ ქსოვილზე მუშაობა, მაგრამ ამასაც გავართვი თავი.

დღეს მქონდა პატივი ახლოს მენახა რამოდენიმე ჰოლივუდის ვარსკვლავი,წითელი ხალიჩა, ფოტოგრაფები, სტილისტები. ეს ყველაფერი სრულიად თავბრუდამხვევია, ემოციების პიკზე ვარ. ერთი წლის წინ ამაზე ვერც ვიოცნებებდი”, – წერს თეა ოთარაშვილი სოციალურ ქსელში.

როგორც ირკვევა ქართველი დიზაინერი ნიუ-იორკში სულ რაღაც ერთი წელია საცხოვრებლად გადავიდა.

სელენა გომესის და მისთვის შექმნილი კაბის წყალობით, უკვე უცხოური მედიის ყურადღების ცენტრშიც მოექცა.

როგორც თეა ოთარაშვილი ამბობს, მან უკვე მიიღო რამდენიმე შემოთავაზება და მზადაა ახალი გამოწვევებისთვის.

მსგავსი თემები

რეკლამა: 0:05