LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სექს-სკანდალის გამო პრინცი ენდრიუ სამეფო ვალდებულებებისგან გაათავისუფლეს

972
prince-enrew

მიმდინარე წლის მთავარი თემა დედოფალ ელისაბეტის შუათანა ვაჟის, 59 წლის პრინც ენდრიუს სკანდალია. საქმე მილიარდერ ჯეფრი ეპშტეინის მიმართ წაყენებულ ბრალს ეხება, რომელსაც ადამიანებით ვაჭრობასა და პედოფიალიაში ადანაშაულებენ.  მილიარდერმა დაკავებისას სიცოცხლე თვითმკვლელობთ დაასრულა. პრინცი ენდრიუ და ჯეფრი ეპშტეინი უახლოესი მეგობრები იყვნენ. დასავლური მედია ირწმუნება, რომ ენდრიუ ეპშტეინის თანამზრახველიც იყო. ამის შემდგ პრინცსს საჯარო განცხადების გაკეთება მოუწია, სადაც აღიარა, რომ ეს მეგორობა შეცდომა იყო.

დღეს ცნობილი ხდება, რომ პრინც ენდრიუს სამეფო ვალდებულებებისგან გათავისუფლდა და ის ოჯახის სახელით არც ერთ ღონისძიებაში მონაწილეობას არ მიიღებს. მართალია ბუკინგემის სასახლეშია აცხადებენ, რომ ეს თავად პრინცის კეთილი ნებაა, თუმცა მედია ამტკიცებს, რომ ეს დედოფლის გადაწყვეტილებაა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g