LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სერგეი შოიგუ 11 მარტის შემდეგ პირველად გამოჩნდა – რაზე ისაუბრა რუსეთის თავდაცვის მინისტრმა

167
MOSCOW, RUSSIA - FEBRUARY 14, 2022: Russia's Defence Minister Sergei Shoigu attends a meeting with President Vladimir Putin at the Moscow Kremlin. Alexei Nikolsky/Russian Presidential Press and Information Office/TASS

Россия. Москва. Министр обороны РФ Сергей Шойгу во время встречи с президентом РФ Владимиром Путиным в Кремле. Алексей Никольский/пресс-служба президента РФ/ТАСС

რუსეთის თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ  11 მარტის შემდეგ, პირველად გამოჩნდა და უკრაინაში მიმდინარე სამხედრო ოპერაციის შესახებ ისაუბრა. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

მისი თქმით, უკრაინაში სპეცოპერაციის პირველი ეტაპის ძირითადი ამოცანები შესრულდა და ფოკუსირება დონბასის გათავისუფლებაზე უნდა მოხდეს.

შოიგუმ ასევე განაცხადა, რომ რუსეთი ადეკვატურ რეაგირებას მოახდენს ნატოს მიერ უკრაინისთვის თვითმფრინავებისა და საჰაერო თავდაცვის სისტემების მიწოდების შემთხვევაში.

„უკრაინის არმიამ მნიშვნელოვანი ზიანი განიცადა, რაც საშუალებას გვაძლევს, ჩვენი ძალისხმევა გავამახვილოთ მთავარი მიზნის, დონბასის გათავისუფლებაზე“, – განაცხადა რუსეთის თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ სამხედრო ოპერაცია გაგრძელდება, სანამ მთავარი მიზნები არ იქნება შესრულებული.

შოიგუს გულის პრობლემები აქვს, რუსეთის პრეზიდენტის უკვე ყოფილი მრჩეველი კი თურქეთში დააფიქსირეს – სად „ქრება“ პუტინის გარემოცვა

უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით ამ ბმულზე: ომი უკრაინაში

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები