LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სერიოზული დანაზოგი საჭირო აღარ არის – ზღვა უფრო და უფრო ხელმისაწვდომი ხდება

975
visiting-beach-5aa3a513b35aa

აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი სოციალურ ქსელში ძალიან საჭირო, პრაქტიკული ბლოგის შესახებ იუწყება. აღნიშნული ბლოგი აჭარაში დასვენების მსურველებს გათავსების ობიექტებისა და ფასების შესახებ ინფორმაციას აწვდის. როგორც ბლოგში ვკითხულობთ, თუ აქამდე ზღვაზე დასასვენებლად სერიოზული დანაზოგი გჭირდებოდათ, ახლა ბევრი სასტუმრო, თუ აპარტამენტი გთავაზობთ აჭარის სანაპიროზე შეღავათიან ფასად დასვენებას.

ბათუმი

ბათუმში მაღალი კლასის სასტუმროებში ორადგილიანი ნომრის ფასი 200 ლარიდან იწყება. საუბარია სასტუმროებზე აუზითა და სრული კომფორტით. რა თქმა უნდა, სასტუმროს ნომრების ფასში შედის საუზმეც.

ბულვართან ახლოს მდებარე სასტუმროებში ორადგილიანი ნომრის ფასი საშუალოდ 100 ლარიცაა, გააჩნია სად შეარჩევთ სასტუმროს, ძველ თუ ახალ ბულვარში. ხოლო თუ კი ზღვის მეორე და მესამე ზოლს აირჩევთ დასასვენებლად, ფასი კიდევ უფრო დაბლა იწევს და ორადგილიანი ნომერი 70-80 ლარადაც შეგიძლიათ იქირაოთ.

უპრეცედენტოდ დაბალი ფასები „მირაჟში“ - შეკვეთილში დასვენება გაიაფდა

დამსვენებლებს „მირაჟში“ უსაფრთხო და მეგობრული გარემო დახვდებათ

რაც შეეხება აპარტამენტებს, სეზონზე გასაქირავებელ ბინებს ბათუმში, არჩევანი წარმოუდგენლად დიდია, ფასებიც – სხვადასხვა. მაგალითად, ზღვის პირას, ახალ ბულვარში, ბინა, სადაც სამ ადამიანს შეუძლია განთავსდეს, აივნით, ზღვის ხედითა და სრული კომფორტით, 63 ლარადაც შეგიძლიათ ნახოთ, ხოლო ქალაქის ცენტრიდან 3,5 კილომეტრით დაშორებული ბინა – 39 ლარიც კი ღირს. არის კიდევ უფრო ბიუჯეტური ვარიანტებიც, მაგალითად, განცალკევებული ოთახები კერძო სახლებში, რომელთა ფასი დღე-ღამეში, ორ ადამიანზე, 20 ლარიდან იწყება.

ქობულეთი

წელს ქობულეთში დასვენება გასულ წლებთან შედარებით ბევრად იაფი დაგიჯდებათ. ორადგილიანი ნომრის ფასი ქობულეთის სასტუმროებში 60-70 ლარიდან იწყება. რა თქმა უნდა, არის უფრო ძვირადღირებული სასტუმროებიც, რაც უფრო მეტად ახლოს გსურთ ზღვასთან ყოფნა და მეტი კომფორტი, მით უფრო ძვირია სასტუმროც.

ქობულეთი საზღვაო სეზონს შემცირებული ფასებით ხვდება - 6 დღე 330 ლარიდან

საოჯახო ტიპის სასტუმრო Friends Hotel Kobuleti ფასდაკლებას გთავაზობთ

ტრადიციულად, უფრო იაფია საოჯახო სასტუმროები. მაგალითად, ზღვის პირველ ზოლში მდებარე საოჯახო სასტუმროს  ერთოთახიან ნომერს, სადაც სამი ადამიანისთვისაა ადგილი, 40-დან 80 ლარამდე იქირავებთ. კიდევ უფრო იაფია ოთახები, კერძო სახლებში – ოთახი ორი საწოლით დღე-ღამეში 25-30 ლარადაც შეგიძლიათ იქირაოთ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები