„ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი, შალვა ნათელაშვილი „ფეისბუქზე“ ატარებს გამოკითხვას, შევიდეს თუ არა პარლამენტში.
„გამოკითხვაში მონაწილეობის მისაღებად გთხოვთ, კომენტარებში დააფიქსიროთ თქვენი აზრი (უმჯობესია დაწეროთ მარტივად „კი“ ან „არა“).
პარტია საბოლოო გადაწყვეტილებას სწორედ თქვენს მიერ დაფიქსირებული პოზიციის გათვალისწინებით მიიღებს. ერთი და იგივე ადამიანის მიერ რამდენჯერმე დაფიქსირებული პოზიცია ჩაითვლება ერთ ხმად. ყალბი (ფეიქ) ანგარიშების კომენტარები წაიშლება“,- წერს ნათელაშვილი „ფეისბუქზე“.
შალვა ნათელაშვილი – ახლა მიდის პარტიაში მსჯელობა, ხომ არ შევიდეთ პარლამენტში და ავაწიოკოთ