LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შალვა პაპუაშვილი – ოკუპირებულ აფხაზეთში კიდევ ერთი სამწუხარო ფაქტი მოხდა, რაც კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს ოკუპაციის სიმძიმეს

754
1702134416-404108412_883287226758480_7261848303271800236_n-1024x683

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი აცხადებს, რომ აფხაზეთში მომხდარი ფაქტი კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს ოკუპაციის სიმძიმეს.

„დღეს, ადამიანის უფლებების დაცვის დღეს, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ამ პერსპექტივითაც შევხედოთ, რომ ოკუპაცია გულისხმობს არა მხოლოდ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის რღვევას, არამედ ეს უპირველეს ყოვლისა გულისხმობს ადამიანის უფლებების ფეხქვეშ გათელვას იმ რეგიონებში, რომელიც ოკუპაციის ქვეშ არის. ეს არის ის ზონა, რომელიც მათ შორის სტრასბურგის სასამართლოს მიერ აღიარებულია, რომ არის რუსეთის ეფექტური კონტროლის ქვეშ. შესაბამისად, ოკუპაციის გამოწვევა ამ მხირვაც არის მნიშვნელოვანი, რომ ადამიანის უფლებების მხრივ არის მძიმე მდგომარეობა.

ვუსამძიმრებ მის ოჯახს და ეს კიდევ ერთხელ გვაჩვენებს, რამდენად მნიშვნელოვანია, რომ ოკუპაცია რაც შეიძლება მალე დასრულდეს“,- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

გავრცელებული ინფორმაციით, ოკუპირებულ გალის რაიონში საქართველოს მოქალაქეს, თემურ კარბაიას, საოკუპაციო რეჟიმის ე.წ. მილიციის თანამშრომლებმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს და სცემეს. კარბაია საავადმყოფოში გადაყვანისთანავე დაიღუპა.

„ოკუპირებულ აფხაზეთში ადგილობრივი მილიციის მხრიდან სასტიკი ცემის შედეგად საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე დაიღუპა – ეს რუსეთის მიერ ადამიანის  უფლებების აშკარა დარღვევის ტრაგიკული შეხსენებაა“ – სალომე ზურაბიშვილი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g