LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შაქარაშვილის საქმეზე 11 დაკავებულის საქმე ცალკე წარმოებად გამოიყო – პროკურატურის განცხადება

128
BeFunky-collage (5)

გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეში, პროკურატურის გადაწყვეტილებით, ცალკე წარმოებად გამოიყო სისხლის სამართლის საქმე ვახტანგ ჩიქოვანის, ვასილ მახარაძის, არჩილ გაგნიძის, ნიკოლოზ რევაზიშვილის, გიგა ტატიაშვილის, თენგიზ ბარბაქაძის, ნიკა ჟვანიას, ირაკლი მუმლაძის, საბა ჩხარტიშვილის, ირაკლი წაქაძის და საბა გოგშელიძის მიერ, ჯგუფური ძალადობის ორგანიზების და მასში მონაწილეობის, თავისუფლების უკანონო აღკვეთის და ძალადობის ფაქტებზე. ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ გაავრცელა.

უწყებაში განმარტავენ, რომ მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე  აღნიშნული გადაწყვეტილება მიღებულია გარკვეული გარემოების გათვალისწინებით. კონკრეტუილად, უკვე დევნადაწყებულ ეპიზოდებზე საჭირო მტკიცებულებითი სტანდარტის შესაქმნელად ჩასატარებელი დამატებითი საგამოძიებო მოქმედებები განსხვავდება განზრახ მკვლელობის ეპიზოდთან მიმართებაში ჩასატარებელი საგამოძიებო-საპროცესო მოქმედებებისგან.

“საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროში ინტენსიურ რეჟიმში გრძელდება გამოძიება დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი გიორგი შაქარაშვილის განზრახ მკვლელობის ჩამდენ პირთა გამოვლენის მიზნით. მაქსიმალურად სწრაფად და ეფექტიანად ტარდება მთელი რიგი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები, მისაღებია ბიოლოგიური, ქიმიური, ტრასოლოგიური, საინფორმაციო-ტექნოლოგიური და სხვა პირთა სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნები. უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს მოწმეთა გამოკითხვები და უკვე მოპოვებული ინფორმაციის ანალიზი.

შაქარაშვილის საქმეზე დაკავებულებს შესაძლოა ბრალი დაუმძიმდეთ, მათ შორის არასრულწლოვნებსაც

დღეის მდგომარეობით, უკვე მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე, სისხლის სამართლებრივი დევნა მიმდინარეობს პატიმრობაში მყოფი 11 პირის მიმართ, რომელთაც ბრალად ედებათ ჯგუფური ძალადობის ორგანიზება და მასში მონაწილეობა, თავისუფლების უკანონო აღკვეთა და ძალადობა” – წერია პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

უწყების განმარტებით, ბრალდებულად ცნობილი 6 არასრულწლოვანის საქმე არსებითი განხილვის მიზნით უკვე წარმართულია სასამართლოში.

magti 5g