LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შარლ მიშელის წინადადების თანახმად, ვადამდელი არჩევნები 2022 წელს უნდა დაინიშნოს იმ შემთხვევაში, თუ ადგილობრივ არჩევნებში „ქართული ოცნება“ ხმების 43 %-ზე ნაკლებს მიიღებს

127
imedinews-82

შარლ მიშელის წინადადების თანახმად, ვადამდელი არჩევნები 2022 წელს უნდა დაინიშნოს იმ შემთხვევაში, თუ ადგილობრივ არჩევნებში „ქართული ოცნება“ ხმების 43 %-ზე ნაკლებს მიიღებს.

„2021 წლის 16 აპრილს, „ქართული ოცნების“ შემოთავაზებაზე დაყრდნობით, 2022 წელს ვადამდელი არჩევნები უნდა ჩაინიშნოს იმ შემთხვევაში, თუ „ქართული ოცნება“ 2021 წლის ადგილობრივ არჩევნებზე ვალიდური პროპორციული ხმების 43%-ზე ნაკლებს მიიღებს“, – ნათქვამია მედიატორ მიშელის წინადადებათა ახალ პაკეტში.

ცნობისთვის, ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი პოლიტიკურად დაპირისპირებულ მხარეებს დამატებით წინადადებებს სთავაზობს. შარლ მიშელის მიერ პოლიტიკური მხარეებისთვის შეთავაზებული დოკუმენტი 5 პუნქტიანია. დოკუმენტი ხელისუფლებას და ოპოზიციას დღეს გადაეცა.

magti 5g