LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შატალოვას შვილზე მეურვეობა ბათუმის ყოფილ ვიცე-მერს ზურაბ ბერიძეს მიენიჭა

427
shatalova

მეურვეობის საბჭომ მოკლული ანასტასია შატალოვას შვილის მეურვეობა მამას, ზურაბ ბერიძეს მიაკუთვნა და ბავშვი მის მეურვეობაში გადავიდა. ამის შესახებ ინფორმაციას ადვოკატზე დაყრდნობით ტელეკომპანია „ფორმულა“ ავრცელებს.

„მამას ეყოლება ბავშვი. ერთი მშობელი როცა აღარ არის სახეზე, ბუნებრივია, ბავშვი მეორე მშობელთან რჩება, თუ ის აცხადებს თანხმობას მეურვეობასზე. სოციალური მომსახურების სააგენტოში იმსჯელეს და მიიღეს გადაწაყვეტილება, რომ იყოს მამასთან და ეს გადაწყვეტილება კანონთან შესაბამისობაშია“.- განუცხადა ტელეკომპანიას ბერიძის ადვოკატმა.

ანასტასია შატალოვას ადვოკატ პაატა შავაძე, „პუბლიკასთნ“ საუბარში ამბობს,  მეურვეობის საბჭოს გადაწყვეტილების შესახებ მედიიდან შეიტყო და მას არავინ დაკავშირებია.

შავაძის თქმით, ბერიძე ბრალდებულია შვილსა და ანასტასია შატალოვაზე ძალადობაში. ძალადობის საქმეზე განხილვა სასამართლოს არ დაუსრულებია და ის ჯერ ისევ ბრალდებულია ძალადობის ფაქტზე.

პროკურატურამ ანასტასია შატალოვას საქმეზე 3 პირს – ბექა ლატარიას, ბიძინა ხასიას და ლევან რაჯავას, ბრალი წარუდგინა.

გამოძიების ვერსიით, ბექა ლატარიამ 18 ოქტომბერს, დაახლოებით 00:30 საათზე, ქ.თბილისში, ანასტასია შატალოვას საცხოვრებელი სახლის სადარბაზოსთან ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენიმე გასროლით, განზრახ მოკვლის მიზნით სიცოცხლისთვის სახიფათო მძიმე ხარისხის მრავლობითი დაზიანებები მიაყენა.

ამავე თემაზე იხილეთ ვრცლად:

შატალოვა 5 ივნისს გამოკითხვის ოქმში მიუთითებდა, რომ მის მიმართ ქილერის დაქირავების მუქარა იყო – ადვოკატი

ანასტასია შატალოვას მკვლელობის საქმეზე დაკავებულ სამივე პირს ბრალი წარედგინა

მედიაში ანასტასია შატალოვას მკვლელობის საქმიდან ამოღებული ფოტომასალა ვრცელდება

ანასტასია შატალოვას მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით ყველა საჭირო საპროცესო მოქმედება ხორციელდება, რათა დანაშაულის ჩამდენი პირები პასუხისგებაში მიეცნენ

შატალოვას მკვლელობისთვის ბრალდებულები აცხადებენ, რომ დაკავების დროს და განყოფილებაში მიყვანის შემდეგ, სამართალდამცავებმა მათზე ფიზიკურად იძალადეს

მოსკოვმა ანასტასია შატალოვას მკვლელობასთან დაკავშირებით ქართულ მხარეს სამართლებრივი თანამშრომლობა სთხოვა

შატალოვას ადვოკატი: შარშანწინ იყო ეს დავა, ბავშვი წამოიყვანა და შემდგომ კეთილსინდისიერად დააბრუნა. მორიგდნენ, შერიგდნენ და გააგრძელეს თანაცხოვრება

ბათუმის ყოფილი ვიცე-მერი: მეც შეძრული ვარ ამ ტრაგედიით, ბოლო ექვსი თვის განმავლობაში საერთოდ არ მინახავს

ანასტასია შატალოვას დედა: ჩემს შვილს კონფლიქტი ზურაბ ბერიძის გარდა, არავისთან ჰქონია – სურვილი გვაქვს, რომ ანასტასიას შვილი ჩვენთან გაიზარდოს

ანასტასია შატალოვას მკვლელობაში ბრალდებულ სამივე პირს პატიმრობა შეეფარდა

“ანასტასია შატალოვას მკვლელს 20 ათასი დოლარი უნდა აეღო” – გავრცელებული ინფორმაციით, საქმეში ფიგურირებს „კანონიერი ქურდი“ „ჭია“

“რო­გორც ჩანს, დღეს სა­ქარ­თვე­ლო­ში ტა­ლა­ხის სრო­ლა ჩვეულებრივი მოვ­ლე­ნაა” – რას ამბობს ე.წ. “კანონიერი ქურდი” “ჭია”, რომლის სახელიც შატალოვას მკვლელობის საქმეს დაუკავშირეს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები