LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“რო­გორც ჩანს, დღეს სა­ქარ­თვე­ლო­ში ტა­ლა­ხის სრო­ლა ჩვეულებრივი მოვ­ლე­ნაა” – რას ამბობს ე.წ. “კანონიერი ქურდი” “ჭია”, რომლის სახელიც შატალოვას მკვლელობის საქმეს დაუკავშირეს

487
SHATALOVA CHIA

25 წლის ანასტასია შატალოვა 18 ოქტომბერს, გვიან ღამით თბილისში მოკლეს. დამნაშავემ მისი მისამართით 7-ჯერ გაისროლა. მომხდარზე რამდენიმე ვერსია გაჟღერდა.

გავრცელებული ინფორმაციით, ანასტასია შატალოვას მკვლელობასთან ე.წ. კანონიერი ქურდის „ჭიას“ კავშირი იკვეთება.

ესპანეთში მყოფი კრიმინალური ავტორიტეტი, ლაშა ბარათელი, მეტსახელად “ჭია” “კურიერთან” ექსკლუზიურ ინტერვიუში მკვლელობასთან კავშირს კატეგორიულად უარყოფს.

მოკლე სატელეფონო ინტერვიუში ის ამბობს, რომ მისთვის უცნობია, თუ როგორ აღმოჩნდა მისი სახელი ახალგაზრდა ქალის მკვლელობის საქმის მასალებში.

“წარ­მოდ­გე­ნა არ მაქვს, რა­ზეა სა­უ­ბა­რი. რო­გორ შე­იძ­ლე­ბა ასე­თი რა­ღაც? 15 წე­ლია არ მი­ცხოვ­რია სა­ქარ­თვე­ლო­ში, თუ არ ჩავ­თვლით იმას, რომ 6 წლის წინ და­მა­კა­ვეს უცხო­ეთ­ში, შემ­დეგ მოხ­და სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩემი  ექ­სტრა­დი­რე­ბა და ყვე­ლა ინსტან­ცი­ის სა­სა­მარ­თლომ გა­მა­მარ­თლე­ბე­ლი გა­ნა­ჩე­ნი გა­მო­ი­ტა­ნა.

რო­გორც ჩანს, დღეს სა­ქარ­თვე­ლო­ში ტა­ლა­ხის სრო­ლა ჩვე­უ­ლებ­რი­ვი მოვ­ლე­ნაა. ახლა თურ­მე ვი­ღა­ცის მკვლე­ლო­ბის შეკვეთას მაბ­რა­ლე­ბენ და სა­ერ­თოდ არ აინ­ტე­რე­სებთ, რომ ჩემი ოჯა­ხის წევ­რე­ბი ამას ის­მე­ნენ, ამა­ზე არ ფიქ­რო­ბენ. რო­გორ შე­იძ­ლე­ბა ეს?”, – ამ­ბობს ბა­რა­თე­ლი “კუ­რი­ერ­თან” სა­უ­ბარ­ში.

ცნობისთვის, დაკავებულების კავშირს ე.წ. კანონიერ ქურდთან ადასტურებენ ანასტასია შატალოვას მკვლელობაში ბრალდებულის ოჯახის წევრები. ბექა ლატარიას ახლობლების თქმით, ბრალდებული კრიმინალურ ავტორიტეტ ლაშა ბარათელს ბავშობიდან იცნობს.

გამოძიება შეკვეთილი მკვლელობის ვერსიაზე პირველივე დღიდან მუშაობს. საქმის პროკურორი არსებულ მტკიცებულებებზე დეტალურად არ საუბრობს, ბრალდების მხარე არც უარყოფს და არც ადასტურებს, “კურიერის” მიერ მოპოვებულ ინფორმაციას, მიდის თუა რა დანაშაულის კვალი ესპანეთში მყოფ “კანონიერ ქურდთან.” თავად ბრალდებულების ადვოკატები კი მკვლელობაში სამი დაკავებული პირის მონაწილეობას უარყოფენ.

შეგახსენებთ, „კანონიერი ქურდი” ლაშა ბარათელი კრიმინალურ წრეებში “ჭიას” მეტსახელით არის ცნობილი. ბარათელი ჯანგველაძე-ონიანის გავლენიანი კლანის წარმომადგენელია. სწორედ ამ კლანის წევრებმა “მონათლეს” ის “კანონიერ ქურდად” 2014 წელს.

მე­დია მი­სით მას შემ­დეგ და­ინ­ტე­რეს­და, რაც შო­რე­ნა ბე­გაშ­ვი­ლის ცხოვ­რე­ბა­ში გა­მოჩ­ნდა, რომელსაც ცოტა ხნის წინ დაშორდა. 

ლაშა ბა­რა­თე­ლის მუდ­მი­ვი სა­ცხოვ­რე­ბე­ლი თურ­ქე­თია.

ამავე თემაზე იხილეთ ვრცლად:

შატალოვა 5 ივნისს გამოკითხვის ოქმში მიუთითებდა, რომ მის მიმართ ქილერის დაქირავების მუქარა იყო – ადვოკატი

ანასტასია შატალოვას მკვლელობის საქმეზე დაკავებულ სამივე პირს ბრალი წარედგინა

მედიაში ანასტასია შატალოვას მკვლელობის საქმიდან ამოღებული ფოტომასალა ვრცელდება

ანასტასია შატალოვას მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით ყველა საჭირო საპროცესო მოქმედება ხორციელდება, რათა დანაშაულის ჩამდენი პირები პასუხისგებაში მიეცნენ

შატალოვას მკვლელობისთვის ბრალდებულები აცხადებენ, რომ დაკავების დროს და განყოფილებაში მიყვანის შემდეგ, სამართალდამცავებმა მათზე ფიზიკურად იძალადეს

მოსკოვმა ანასტასია შატალოვას მკვლელობასთან დაკავშირებით ქართულ მხარეს სამართლებრივი თანამშრომლობა სთხოვა

შატალოვას ადვოკატი: შარშანწინ იყო ეს დავა, ბავშვი წამოიყვანა და შემდგომ კეთილსინდისიერად დააბრუნა. მორიგდნენ, შერიგდნენ და გააგრძელეს თანაცხოვრება

ბათუმის ყოფილი ვიცე-მერი: მეც შეძრული ვარ ამ ტრაგედიით, ბოლო ექვსი თვის განმავლობაში საერთოდ არ მინახავს

ანასტასია შატალოვას დედა: ჩემს შვილს კონფლიქტი ზურაბ ბერიძის გარდა, არავისთან ჰქონია – სურვილი გვაქვს, რომ ანასტასიას შვილი ჩვენთან გაიზარდოს

ანასტასია შატალოვას მკვლელობაში ბრალდებულ სამივე პირს პატიმრობა შეეფარდა

“ანასტასია შატალოვას მკვლელს 20 ათასი დოლარი უნდა აეღო” – გავრცელებული ინფორმაციით, საქმეში ფიგურირებს „კანონიერი ქურდი“ „ჭია“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები