LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შავ ზღვაში მასშტაბური სამხედრო წვრთები დაიწყო

76
1581603428-Kaljurand-47548-014-UbCH3YM9

შავი ზღვის უკრაინის აკვატორიაში აშშ-ის და უკრაინის სამხედრო-საზღვაო ძალების ორგანიზებით მასშტაბური სამხედრო წვრთნები „სი ბრიზ 2021“ დაიწყო.

წვრთნების მიზანია შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოების განმტკიცება. მასში მონაწილეობს ნატოს წევრი და პარტნიორი 32 ქვეყანა, მათ შორის საქართველო.

წვრთნების დაწყებამდე ამერიკაში რუსეთის საელჩომ განაცხადა, რომ წვრთნების „მასშტაბურობა და აშკარად აგრესიული ხასიათი არანაირად არ შეესაბამება შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოების რეალურ ამოცანებს, ზრდის არამიზანმიმართული ინციდენტების რისკებს და კიევის მილიტარისტული განწყობების წახალისებაა“.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ ნატოს ძალების მონაწილეობით შავ ზღვაში მიმდინარე სწავლებას ყურადღებით დააკვირდებიან.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები