LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„შეაჩერეთ ეს ჯოჯოხეთი“ – ლეონიდ აგუტინი რუსეთს უკრაინაში მიმდინარე ომის  გამო ისევ ღიად აკრიტიკებს

367
აგუტინი

მუსიკის კრიტიკოსი ალექსანდრე ფადეევი გამოცემა „სოლენკა ინფოსთან“ ინტერვიუში ამბობს, რომ აგუტინი უკრაინა-რუსეთის ომის თემაზე, პოზიციას არ ცვლის. პროდიუსერისა და კრიტიკოსის თქმით, აგუტინმა რუსეთში არაერთი კონცერტი გააუქმა, რიგ შემთხვევებში მისი კონცერტები უბრალოდ ჩაშალეს.

ფადეევის თქმით, მუსიკოსმა ბოლო კონცერტზეც გამოხატა თავისი მოქალაქეობრივი პოზიცია, მან სცენიდან ღიად დაგმო რუსული აგრესია უკრაინის ტერიტორიაზე: „შეაჩერეთ ეს ჯოჯოხეთი“ – განაცხადა აგუტინმა კონცერტის მსვლელობისას.

მიუხედავად იმისა, რომ აგუტინის პოზიციას მკვეთრი შეფასებები მოჰყვა, მომღერალმა თავისი აზრი ღიად სოციალურ ქსელებშიც რამდენჯერმე დააფიქსირა და განმარტა, რომ ყოველთვის ემიჯნებოდა კონფლიქტის შეიარაღებული გზით მოგვარებას.

„ჩვენ ნახტომებით მივდივართ პირდაპირ ჯოჯოხეთში!“ – ლეონიდ აგუტინი და ანჟელიკა ვარუმი მწვავე პოსტებს ავრცელებენ და უკრაინას მხარს ღიად უჭერენ

ლეონიდ აგუტინმა და ანჟელიკა ვარუმმა რუსეთში სიმღერაზე უარი თქვეს და ქვეყანა  დატოვეს – პირველი ფოტო ამერიკიდან

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები