LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შეჩერდეს გადასახადების ამოღება: ლეიბორისტული პარტია კომუნალურების გაუქმებას ითხოვს

406
E7F419CB-1010-4D1D-AC7A-D0434CC3B16E-cx32-cy10-cw68-w1200-r1-s
ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, რაც ახალი კორონავირუსის გავრცელების შემდეგ განვითარდა, ერთ-ერთი ოპოზიციონერი ლიდერი შალვა ნათელაშვილი გამოდის ინიციატივით, რომ გაუქმდეს კომუნალური გადასახადები. “საქართველოს ლეიბორისტული პარტია” მიმართავს მთავრობას გაითვალისწინოს მოსახლეობის კრიზისული მდგომარეობა. შალვა ნათელაშვილი მიიჩნევს, რომ ქვეყანას შესაბამისი ფინანასური რესურსი გააჩნია.
“მიმდინარე გლობალური ინფექციური საფრთხის გამო, საჭიროდ მიგვაჩნია საქართველოში შეჩერდეს გადასახადების ამოღება შუქზე, გაზზე და წყალზე და ჩვენ ამ გადაწყვეტილების მიღებას ველოდებით უახლოეს საათებში”, – აცხადებს შალვა ნათელაშვილი.
შეგახსენებთ, რომ “ლეიბორისტული პარტიის” ლიდერი რამდენიმე დღის წინ ასევე გამოვიდა ინიციატივით, სტუდენტების სწავლის გადასახადის შეღავათებთან დაკავშირებით.
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები