LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შედით პარლამენტში: ბოიკოტი იგივეა, რაც უკვე ნანახი ფილმის ხელახლა ნახვა – აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი

135
FORTUNA.GE (54)

აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ საქართველო რამდენიმე საათის წინ დატოვა. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა განცხადება გაავრცელა, სადაც ის ოპოზიციას მიმართავს.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ ხალხმა ოპოზიციას მხარი იმიტომ დაუჭირა, რომ პარლამენტში შესულიყვნენ.

„საკონსტიტუციო ცვლილებებმა და უფრო პროპორციულმა საარჩევნო სისტემამ არსებითად გაამართლა. დღეს უფრო მრავალფეროვანი პარლამენტი გყავთ, ვიდრე ოდესმე. 9 პარტია ბევრად უფრო მრავალფეროვან ხედვასა და მოსაზრებას ასახავს, უფრო მეტი ქალიცაა წარმოდგენილი საარჩევნო ცვლილებების შედეგად“, – ვკითხულობთ გაცხადებაში.

ის, რასაც ჩვენ ხელს ვუწყობთ არის, რომ ოპოზიციამ ცვლილებისთვის პარლამენტიდან იბრძოლოს, ბოიკოტი აღარ გამოაცხადოს, თქვენ ამომრჩეველმა იმისთვის აგირჩიათ, რომ შეხვიდეთ პარლამენტში და მოახდინოთ ცვლილება”, – აღინიშნა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში გამართულ სპეციალურ ბრიფინგზე, სადაც ოფიციალურმა პირებმა საქართველოს შესახებ ისაუბრეს.

„გასულ ზაფხულს მათ განახორციელეს საკონსტიტუციო ცვლილებები, რის შედეგადაც უფრო პროპორციული საარჩევნო სისტემა მიიღეს და ამ საარჩევნო სისტემამ, იმ ახალმა სისტემამ, ფაქტობრივად, იმუშავა. მათ უფრო მრავალფეროვანი პარლამენტი აქვთ, ვიდრე აქამდე ჰქონიათ, სადაც ცხრა პარტიაა წარმოდგენილი, რომლებიც ბევრად უფრო მრავალფეროვან პერსპექტივებსა და შეხედულებებს წარმოადგენენ, ამასთან, საარჩევნო ცვლილებების შედეგად პარლამენტში უფრო მეტი ქალია.

„ოპოზიციის მხრიდან ბოიკოტის გამოცხადება, იგივეა, რაც უკვე ნანახი ფილმის ხელახლა ნახვა. ჩვენ მოვუწოდებთ მათ, შევიდნენ პარლამენტში, განახორციელონ საარჩევნო ცვლილებები, რომლის საფუძველზეც შემდეგი არჩევნები უკეთესი იქნება და ჩვენ არ ვნახავთ და ისინი არ ნახავენ ერთი და იმავე დარღვევების განმეორებას“, – აცხადებენ სახელმწიფო დეპარტამენტში.

ბრიფინგზე ასევე აღინიშნა, რომ აშშ-სა და ევროკავშირის ელჩები მხარეების დახმარებას ცდილობენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g