LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შეგიძლიათ მომკლათ, კომენტარს არ გავაკეთებ-პრეზიდენტი შეწყალებაზე

167
სალომე-ზურაბიშვილი

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი პატიმრების შეწყალების საკითხთან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებს. ჟურნალისტების კითხვა ეხებოდა, ახლახან გავრცელებულ ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, რომ პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, საპატიმრო პედოფილიის გამო მსჯავრდებულმა პირმაც დატოვა.

პრეზიდენტმა ისიც აღნიშნა, რომ ამ თემასთან დაკავშირებით ახსნა-განმარტების გაცემის უფლება არ აქვს.

„დაწყნარდით, რატომ ხართ ასე? მე არ ვიცი, სხვა რას ამბობს, მე ვიცი რა არის ჩემი პასუხისმგებლობა და ვიცი, რომ ამ ყველაფერზე ახსნა-განმარტების მიცემის უფლება არ გამაჩნია. შეგიძლიათ მომკლათ, კომენტარს არ გავაკეთებ”,- განაცხადა ზურაბიშვილმა.

ცნობისთვის, პრეზიდენტი თბილისობის დღესასწაულთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებებს ესწრება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g