ვივიენ ვესტვუდი, რომელიც ბრიტანული მოდის ნამდვილ სიმბოლოდ ითვლება, ხშირად ყველაზე დიდ პროვოკატორს, ,,ფეშენ”-ინდუსტრიის მთავარ ბუნტისთავს უწოდებენ, რადგან ხანდაზმული ასაკის მიუხედავად არასდროს უფრთხის რადიკალურ ცვლილებებს.

fortuna.ge გთავაზობთ ცნობილ გამონათქვამებს:

მოდაზე 

შეიძინე ნაკლები, აირჩიე საუკეთესო და არავის რჩევას არ დაუჯერო!

როცა კომფორტულად გაცვია, ცხოვრებაც ძალიან კომფორტულია.

ნაკლებად მაინტერესებს სილამაზე, ჩემთვის ბევრად ფასეული ადამიანია, რომელსაც საკუთარი თავის ესმის.

სრულყოფილება აუცილებლად ბუნებრივად უნდა გამოიყურებოდეს.

ყოველთვის იმ იმედით ვქმნი მოდელებს, რომ ადამიანებს ინდივუდუალურობის გამოხატვაში დავეხმარები.

სილამაზის ძებნა ყველაფერშია საჭირო, ნებისმიერ ნივთში, ნებისმიერ ადამიანში.

ფეხსაცმელს მაღალი ქუსლი უნდა ჰქონდეს, რათა ქალის სილამაზე სიმაღლეზე დააყენოს.

მაღალი მოდა არასდროს ყოფილა რაციონალური.

მაშინაც კი, როცა ფული არ გაქვთ, დააგროვე საკმარისი თანხა, შეიძინე მოდური სამოსი და ატარე ყველაგან.

მამაკაცი ვერასდროს იქნება დახვეწილი სანამ ქალი არ შეახებს ხელს.

შენი სამოსი ადვილი საცნობი უნდა იყოს, ყველამ უნდა იცოდეს, რომ შენ მოდიხარ და არა მოდა.

ადამიანებზე 

ვფიქრობ, მთავარი ადამიანის შეგნებაა, იცოდეს ვინაა და რა უნდა, სამოსი კი, აუცილებლად პირად ისტორიას უნდა ჰყვებოდეს.

ყველაზე სექსუალური მოაზროვნე ადამიანია, რადგან არავის სიამოვნებს თვითკმაყოფილ იდიოტთან ურთიერთობა, რომელსაც მხოლოდ საკუთარ თავზე აქვს სათქმელი.

ჩემი მოდელი ახალგაზრდა ქალია, რომელიც საკუთარ თავსაც კარგად იცნობს და სხეულსაც, ცდილობს გაიგოს როგორ სამყაროშია და რისთვის ცხოვრობს.

იყო თვითკმარი, იყო პიროვნება, იყო ბედნიერი საკუთარ თავთან – ძალიან რთულია, მაგრამ თუ შეძლებ, ყველა დანარჩენს ცხოვრება საჩუქრად მოგართმევს.

საკუთარ თავზე 

მე ყოველთვის საკუთარი სამყაროს ცენტრი ვარ და არ მაინტერესებს რას ფიქრობენ ჩემზე სხვები. ჩემთვის მთავარი იმ გარემოს გაგებაა, რომელშიც ვცხოვრობ.

ინდივიდუალურობას თუ ეძებ, თავი დაანებე მოდური მარათონის დევნას და შექმენი საკუთარი სტილი.

კოლექციებით ყოველთვის მწვავე პოლიტიკურ განცხადებებს ვაკეთებ, რადგან სწორედ ასე გამოვხატავ საკუთარ აზრს.

ცხოვრებაზე 

ყოველთვის შედი იმ კარში, რომელშიც გეჩვენება, რომ შესვლა შეუძლებელია.

სამყაროზე გავლენის მოხდენის ერთადერთი შესაძლებლობა – არაპოპულარული, გიჟური იდეების განხორციელებაა.

ერთადერთი რაც შეგვიძლია, საკუთარი შესაძლებლობების, საუკეთესო თვისებების მაქსიმალურად გამოვლენაა, თუმცა არასდროს უნდა ველოდოთ შექებას.

ინტელექტი – წარმოსახვა, გონებაგამჭრიახობა და იმ წვრილმანების დანახვის უნარია, რომლებსაც სხვები ვერ ამჩნევენ.

ახალგაზრდებს მხოლოდ დისციპლინა და წიგნებით სავსე კარადა სჭირდებათ.

საკუთარი ცხოვრების შეცვლით მთელ სამყაროს ცვლი

თუ წიგნს არ კითხულობ, მხოლოდ ერთხელ ცხოვრობ, როცა კითხულობ – ასი ცხოვრებით შეგიძლია იცხოვრო.

წვიმის მხოლოდ მშიშარა, გაუბედავ ადამიანს ეშინია, თამამი წვიმაშიც ამაყად მაღლა თავაწეული დადის.

 

რაც უფრო მეტი ტკივილია ურთიერთობაში, მით უფრო ძლიერია ღალატის გრძნობაგანშორებისას.

ჩუმ წარმატებას ყოველთვის ხმაურიანი მარცხი ჯობია.

ადამიანი მხოლოდ მაშინ გაყენებს ტკივილს, როცა თვითონ ტკივა.

 

მსგავსი თემები

რეკლამა: 0:05