LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„შეიძლება, უფროსებმა დაავალეს ასე თქვიო, თორემ ჩემმა შვილმა ნემსი გაუკეთა ნორმალურად” – ბრალდებული ექთნის დედა

127
BeFunky-collage

მეგი ბაქრაძის გარდაცვალების საქმეზე ბრალდებული ექთნის დედა აცხადებს, რომ მის შვილს სავარაუდოდ, ცრუ ჩვენების მიცემა დაავალეს.

ბრალდებული თ.გ-ს დედა აცხადებს, რომ მისი შვილი უდანაშაულოა.

„შეიძლება,უფროსებმა დაავალეს ასე თქვიო, თორემ ჩემმა შვილმა ნემსი გაუკეთა ნორმალურად, ხელები დაიბანა. ექიმის გასინჯული ექთანი შემოვიდა და აცრა გაუკეთა. თვითონაც გაიკეთა. შეცდომა არ დაუშვია ჩემს შვილს. ალბათ, უფროსებმა დაავალეს ასეო თქვი და იმანაც თქვა. რაშია ჩემი შვილი დამნაშავე, უფროსები არიან დამნაშავეები, ჩემი შვილი პროცედურის ექთანი იყო ბავშვთაში და რა უფლება ჰქონდათ, კიდევ სადმე დაენიშნათ? მოემზადებინათ სხვა ექთანი, ტრეინინგები, თუ რა სიკვდილია, ჩაეტარებინათ და გაეშვათ ის. ჩემი შვილი რამდენი წელია მუშაობს, იცის ნემსის გაკეთება და ყველაფერი, რატო შეტენეს ჩემს შვილს?“. – აცხადებს მაყვალა გზირიშვილი.

“პრინციპში არაფერი მიქნია, ჩავთვალე, რომ არ იყო საგანგაშო სიტუაცია” – ბაქრაძის საქმეზე ბრალდებული ექიმის შეცვლილი ჩვენება ვრცელდება

პროკურატურამ მეგი ბაქრაძის გარდაცვალების საქმეზე 2 ექიმს და 1 ექთანს ბრალი გამოძიებისთვის ცრუ ინფორმაციის მიწოდებისთვის წარუდგინა.

ბრალი წარუდგინეს „ახალციხის კლინიკა იმედის“ ექიმებს ბ.ლ.-ს, ვ.ი-ს და ექთანს თ.გ.-ს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები