LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„შეხვდით დედებს, რომლებიც ქარში, წვიმაში, მზეში და ყველანაირ ამინდში დგანან..“ – ოპოზიციონერი ქალი დეპუტატები ღარიბაშვილს მოუწოდებენ, აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვების დედებს შეხვდეს

157
კლიჩკო კიევიდან ევაკუაციაზე (2)

„ჩვენ გვინდა სრული მხარდაჭერა და სოლიდარობა გამოვუცხადოთ აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვების დედებს, რომლებიც მერამდენე დღეა ათენებენ საქართველოს კანცელარიის წინ და ითხოვენ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას მათი შვილებისთვის“, – განაცხადეს პარლამენტში ოპოზიციონერმა ქალმა დეპუტატებმა დღეს გამართულ ბრიფინგზე და პრემიერ-მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს მოუწოდეს, რომ აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვების დედებს შეხვდეს.

„ლელოს“ დეპუტატის ანა ნაცვლიშვილის განცხადებით, ბავშვებისთვის აუცილებელი მედიკამენტის საკითხი სწრაფად უნდა გადაიჭრას.

„სიცრუის მინისტრია, არც მოგვისმინა, სახეში არც შემოგვხედა და ადამიანებად არ გვთვლის“ - აქონდროპლაზიით დაავადებული ბავშვების მშობლები კვლავ აქციას აანონსებენ

ადამიანის უფლებათა კომიტეტის სხდომის დასრულების შემდეგ ჯანდაცვის მინისტრი ზურაბ აზარაშვილი აცხადებს, რომ „აქონდროპლაზიის სამკურნალო მედიკამენტის შემოტანის ვადებზე ჯერ ვერ ისაუბრებს“

ჩვენ მივმართავთ საქართველოს პრემიერ-მინისტრს გამოიჩინოს ელემენტარული ადამიანობა და შეხვდეს ბავშვების დედებს, რომლებიც ქარში, წვიმაში, მზეში და ყველანაირ ამინდში დგანან და ითხოვენ პრემიერთან შეხვედრას.

შეხვდით ბატონო პრემიერო, დედები ითხოვენ თქვენთან შეხვედრას. მოვუწოდებთ მას დაუყოვნებლივ მიიღოს ზომები, რომ ამ ბავშვებისთვის აუცილებელი მედიკამენტის საკითხი გადაიჭრას უსწრაფესად. ამ ბავშვებს და მათ ჯანმრთელობას არ აქვთ ფუფუნების უფლება, რომ ელოდონ თვეები და წლები ამ გადაწყვეტილებას.

მათ აქვთ ცოტა დრო, რომ ამ წამალმა იმუშაოს მათი ჯანმრთელობის სასარგებლოდ. უსწრაფესი გადაწყვეტილებაა საჭირო“, – განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

„არ გვაქვს დასაკარგი, ზღაპრების მოსმენის დრო – ვითხოვთ დაფინანსებას ჩვენი შვილებისთვის“ – ჯანდაცვის მინისტრი პარლამენტში აქონდროპლაზიის მქონე ბავშვთა მშობლებს პასუხობს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g