უკვე ეჭვი არავის ეპარება, რომ მარტინ სკორსეზეს ახალი ფილმი „ირლანდიელი“ ,,ოსკარების” წლევანდელი დაჯილდოების მთავარი პრეცენდენტია. ფილმს გამარჯვებას მთავარ ნომინაციებში უწინასწარმეტყველებენ. იქამდე კი გამოცემა „ვერიეთი“ ლეგენდარული მსახიობების, ალ პაჩინოსა და რობერტ დენიროს ვრცელ ინტერვიუს გვთავაზობს, სადაც პარტნიორები და მეგობრები პირისპირ, დიალოგის რეჟიმში საუბრობენ.
ყველაზე საინტერესო კი ფოტოსესიაა, რომელიც 79 წლის ალ პაჩინოსა და და76 წლის რობერტ დენიროს მეგობრობის მარავალწლიან ისტორიას გვიყვება. ახალ ფოტოებზე ჰოლივუდის მთავარი მამაკაცები ბარში, ფინჯან ყავასთან პოზირებენ და ფანტასტიკურად გამოიყურებიან.